ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობას ებრძვიან | დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.

პოლონეთში გადაუღებელი წვიმის შედეგად სტიქიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. წყალდიდობამ განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი რაიონები დააზარალა. 

ერთი ქალი დაიხრჩო ჩეხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სადაც გასული კვირიდან რეკორდული რაოდენობის ნალექი მოვიდა. დაკარგულია შვიდი ადამიანი.

წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა ავსტრიაში, რუმინეთში კი შვიდი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი