მოხარული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ფინანსური და სავიზო სანქციები დააწესა | სენატორი შაჰინი

გამოქვეყნდა:

მოხარული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ფინანსური და სავიზო სანქციები დააწესა, - ასე გამოეხმაურა სენატორი ჯინ შაჰინი შეერთებული შტატების მიერ "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სავიზო შეზღუდვების და ძალოვანებისა და ალტ ინფოს დამფუძნებლებისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას.

"მოხარული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ოთხ ქართველ პირს, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებასა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან, [ფინანსური] სანქციები და ასევე, 60 ქართველ პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს“, - წერს ჯინ შაჰინი X-ზე.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი