"ეს არ არის უსაფრთხოების ინციდენტი ან კიბერშეტევა" | IT სისტემების გლობალური შეფერხებაზე პირველი განმარტება გაკეთდა

გამოქვეყნდა:

IT უსაფრთხოების ფირმა Crowdstrike ამბობს, რომ გლობალური IT პრობლემები გამოწვეულია "კონტენტის განახლების დეფექტით". მის შესახებ განმარტება Crowdstrike-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ კურცმა გააკეთა. Crowdstrike არის კიბერუსაფრთხოების სერვისი, რომელიც შექმნილია მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიებისთვის ინტერნეტის შეფერხების ან ჰაკერების შესაჩერებლად.

"ეს არ არის უსაფრთხოების ინციდენტი ან კიბერშეტევა. საკითხი იდენტიფიცირებულია, იზოლირებულია და შესწორებულია. ჩვენ მივმართავთ მომხმარებლებს მხარდაჭერის პორტალზე უახლესი განახლებისთვის და გავაგრძელებთ სრულ და უწყვეტ განახლებებს ჩვენს ვებსაიტზე. დამატებით რეკომენდაციას ვუწევთ ორგანიზაციებს, უზრუნველყონ Crowdstrike-ის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია ოფიციალური არხებით. ჩვენი გუნდი სრულად მობილიზებულია Crowdstrike-ის მომხმარებლების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა ჯორჯ კურცმა.

შეგახსენებთ, დღის პირველ ნახევარში IT სისტემების მნიშვნელოვან შეფერხებები დაფიქსირდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პრობლემები შეექმნა ავიახაზების, მედიის, ბანკების, სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი