გავრცელდა ინფორმაცია როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ავარიის შესახებ | "როსენერგოატომი" უარყოფს

გამოქვეყნდა:

რუსული კომპანია "როსენერგოატომი" უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე დღეს ავარია მოხდა, რამაც რადიოაქტიური ნივთიერების გაჟონვა გამოიწვია. 

კომპანია ამბობს, რომ სადგური ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

"ინტერნეტში ვრცელდება ყალბი ამბავი როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ავარიის შესახებ. იყავით ფხიზლად!! ბლოკები გამართულად მუშაობს, რადიაციული ფონი ბუნებრივ დონეზე", - ნათქვამია მათ მიერ გავრცლებულ შეტყობინებაში.

როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე ტექნიკის გათიშვას ადგილი ჰქონდა 16 ივლისს. 16 ივლისს 15:21 საათზე როსტოვის ატომური ელექტროსადგურის No1 ენერგობლოკი გაითიშა ქსელიდან, ეს მოხდა გენერატორის დაცვის მექანიზმის გააქტიურების გამო, იტყობინებოდა კომპანია. აღნიშნულის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მოსახლეობის ნაწილს. მოგვიანებით დაცვის გააქტიურებას დეპარტამენტმა "ყალბი განგაში" უწოდა. No1 ელექტროსადგური იმავე ღამით ქსელზე იყო მიერთებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი