"ბუშის დროს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, ობამას დროს აიღო ყირიმი, ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში შეიჭრა უკრაინაში" | ტრამპი

გამოქვეყნდა:

 აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიიდან“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა კვლავ პირობა დადო, რომ დაასრულებს რუსეთის ომს უკრაინაში. ამის შესახებ მან „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობაზე განაცხადა. თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა გაიმეორა თავისი განცხადება და თქვა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ომი არ იქნებოდა. მისი თქმით, ბოლო წლებში ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომლის დროსაც ომები არ ყოფილა.

"ყველაფერი, რასაც თქვენ უყურებთ, არ მოხდებოდა. პრეზიდენტ ბუშის დროს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, პრეზიდენტ ობამას დროს რუსეთმა აიღო ყირიმი, ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. პრეზიდენტ ტრამპის დროს, რუსეთმა ვერაფერი აიღო. ჩვენ დავამარცხეთ ისლამური სახელმწიფოს 100% სირიასა და ერაყში" თქვა ტრამპმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი