ათენის შემოგარენში, ატიკის რაიონში ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ბერძნულ მედიაში ვრცელდება.
ხანძარი დღეს, 19 ივლისს გაჩნდა. ცეცხლის სწრაფად გავრცელების გამო, ახლოს მდებარე ბავშვთა ბანაკიდან ევაკუაცია დაიწყო.
ცეცხლის ქრობაში დაახლოებით 110 მეხანძრე, 25 სახანძრო მანქანა და 7 ვერტმფრენი იყო ჩართული.
ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია და ახლოს მდებარე დასახლებებს საფრთხე არ ემუქრება.