ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პოლონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების გადაცემას დააჩქარებს.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთში გამართულ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე შეხვდა პოლონეთის პრემიერმინისტრს, დონალდ ტუსკს „უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების განსახილველად“.
ვოლოდიმირ ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, რა გადაწყვეტილებაზეა საუბარი, ამასთან არც პოლონეთის მთავრობას გაუვრცელებია საჯარო განცხადება.
პოლონური მედია ვარაუდობს, რომ ეს შეთანხმება, შესაძლოა, ლოჯისტიკურ საკითხებს უკავშირდებოდეს.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან ამ ზაფხულს – ექვს, წლის ბოლომდე კი სულ 20-მდე F-16-ს მიიღებს.