"ოცნების" ამნისტია წინასაარჩევნოდ დამტკიცდება | პატიმრების ახლობლები მუხლების დამატებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია, მაგრამ პროტესტი იზრდება. ადამიანები რომლებიც რუსული კანონის გაპროტესტების გამო დააკავეს კვლავ ციხეში დარჩებიან. მმართველი პარტია არ აპირებს ამ თემაზე კონსულტაციების გამართვას.

ის, რომ ამნისტიის კანონპროექტი არ ეხება სამოხელეო დანაშაულსა და საზღვრის კვეთის მუხლებს, ოპოზიციის აზრით საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკავშირდება, რომელიც სწორედ ამ მუხლებით იხდის სასჯელს.  

ამნისტიის კანონპროექტის განხილვა მმართველ გუნდს დღეს ხმაურის ფონზე მოუწია. პატიმრების ოჯახის წევრები, რომელთა ნაწილმა უკვე შიმშილობა დაიწყო, პარლამენტთან ამნისტიის კანონპროექტის გაფართოების მოთხოვნით შეიკრიბნენ. მსჯავრდებულების ნათესავები შერჩევით სამართალზე საუბრობენ და ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ.

პატიმრების ოჯახის წევრებს კი მმართველ გუნდში დღეს ჩვეული პროპაგანდით და ბრალდებებით პასუხობენ. მამუკა მდინარაძემ პატიმრების პროტესტის უკიდურეს ფორმას მართული უწოდა. 

სავარაუდოდ, პროტესტის ჩახშობის მიზნით კი ქართული ოცნება ამნისტიის გაფართოებას არ გამორიცხავს, თუმცა რა დამატებით მუხლებს შეიძლება შეეხოს ამნისტია ეს მეორე მოსმენის დროს, სექტემბერში გახდება ცნობილი.

ამნისტიის კანონპროექტი სამივე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება და კანონად არჩევნებამდე 1 თვით ადრე იქცევა. 

ქართული ოცნების ამნისტია 66 მუხლზე ვრცელდება და ეხება  5000 პატიმარს. 7000 პრობაციონერს კი , დროებითი მსჯავრი 1 წლით შეუმცირდებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი