ბელარუსში გერმანიის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

გამოქვეყნდა:

მინსკის სასამართლომ გერმანიის მოქალაქეს, რიკ კრიგერს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. კრიგერი ბელარუსში 2023 წლის ნოემბერში დააკავეს და ბრალად წაუყენეს რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გამოყენება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან საკომუნიკაციო მარშრუტების გათიშვა, ექსტრემისტული ფორმირების დაფუძნება ან მასში მონაწილეობა, აგენტურული საქმიანობა, ტერორიზმი  და დაქირავებული მებრძოლობა. 

მედიის ცნობით,  რიკ კრიგერს განაჩენი ივნისის ბოლოს გამოუტანეს. ამ დროისთვის უცნობია გაასაჩივრა თუ არა, მან ბელარუსის სასამართლოს გადაწყვეტილება.

უფლებადამცველებმა გაარკვიეს, რომ კრიგერის საქმე კალინოვსკის პოლკს, კერძოდ მის ერთ-ერთ უცხოურ ბატალიონს უკავშირდება, რომელიც ომში უკრაინის მხარეს იბრძვის.

6 ივნისს, გერმანიის საელჩომ მინსკში, "რადიო თავისუფლების" ბელარუსის სამსახურს განუცხადა, რომ საქმის კურსშია მათი მოქალაქის თაობაზე და მას საკონსულო მომსახურებას უწევს. დიპლომატიურ უწყებას სხვა კომენტარი არ გაუკეთებია.

კრიგერი ბელარუსში 2023 წლის ნოემბერში დააკავეს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი