ლვოვში, 19 ივლისს, რადას ყოფილ დეპუტატს, ენათმეცნიერ ირინა ფარიონის ესროლეს. ოფიციალური ინფორმაციით, მას ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული და მძიმე მდგომარეობაშია.
ფარიონზე თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. მისი ინფორმაციით, ექიმები ქალის გადარჩენას ცდილობენ:
"უკრაინის ეროვნული პოლიციისა და SBU-ს ყველა საჭირო ძალა ჩართულია ამ დანაშაულის გარემოებების დადგენაში. ექიმები ირინა ფარიონის სიცოცხლისთვის იბრძვიან. ნებისმიერი ძალადობა მხოლოდ დასაგმობია და ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს“ - წერს ზელენსკი.
არსებული ინფორმაციით, მას ტაძარში ყოფნისას ესროლეს. თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელი 20-25 წლისაა. მის დასაკავებლად უკრაინელი სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ფარიონი 2012-2014 წლებში უკრაინის რადას დეპუტატი იყო. ის ცნობილია თავისი მკაცრი პოზიციით უკრაინაში უკრაინული ენის უპირატესობაზე და კატეგორიულად მოითხოვს მინიმუმამდე დავიდეს რუსულის, როგორც "ოკუპანტების ენის“ გამოყენება.