"ჯერ იყო გაფრთხილება, შემდეგ ჯარიმა, ორმაგი ჯარიმა" | "ქართუ ჯგუფი" ანგარიშგებებს ჯარიმების შემდეგაც არ აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი "ქართუ ჯგუფი" კანონით დაკისრებულ ვალდებულებას უკვე წლებია არ ასრულებს და ინფორმაციას ფინანსური ანგარიშგების შესახებ მალავს. კერძოდ "ქართუ ჯგუფს" ამ დრომდე მხოლოდ 2018-19 წლების ანგარიშგება აქვს გამოქვეყნებული 

"ფლანგვის დეტექტორის" უფროსი მკვლევრის, ხატია ნიკოლაიშვილის განცხადებით, მათ ანგარიშგების პორტალს მიმართეს კითხვით, თუ რატომ არ აქვეყნებდა სს "ქართუ ჯგუფი" ანგარიშგებას, რაზეც უპასუხეს, რომ ის 2020-2021 წლის ანგარიშგების გამოუქვეყნებლობის გამო 15 000 ლარით დააჯარიმეს. დაჯარიმების მიუხედავად "ქართუ ჯგუფი" ამ დრომდე არ აქვეყნებს ანგარიშგებას. 

"ჩვენ მივმართეთ ანგარიშგების პორტალს კითხვით, თუ რატომ არ აქვეყნებს საზოგადოება "ქართუ ჯგუფი" ანგარიშგებას და მათ გვითხრეს, რომ მათ ის დააჯარიმეს, კერძოდ დააჯარიმეს 2020-2021 წლის ანგარიშგების გამოუქვეყნებლობის გამო და ჯერ იყო გაფრთხილება, შემდეგ ჯარიმა და შემდეგ ორმაგი ჯარიმა. კანონმდებლის თანახმად, ჯარიმის და ორმაგი ჯარიმის აქტები ჯამში 15 000 ლარს მოიცავს, ანუ კომპანიას ამ თანხის გადახდა მოუწია, თუმცა ჯარიმის გადახდა კომპანიას არ ათავისუფლებს ანგარიშგების წარდგენისგან და მიუხედავად ამისა ის მაინც ამ დრომდე არ აქვეყნებს ანგარიშგებას მისი კომპანიის შესახებ," - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი