რუსული კანონის მიღებისა და ანტიდასავლური პოლიტიკის გატარების შედეგად საქართველო დაკარგავს 250 მილიონი ლარის ინვესტიციას | ვასო ურუშაძე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი, ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად მცირე და მიკრო ბიზნესი 250 მილიონი ლარის ფინანსურ დახმარებას დაკარგავს.

მისი განცხადებით, მსოფლიო ბანკის (WB) მიერ 250 მლნ ლარით დაფინანსებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროგრამა მხოლოდ 2024 წელს 72 მილიონი ლარი უნდა გამოყოფილიყო. პროექტის მიზანი მცირე და მიკრო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გარემოს გაუმჯობესებას წარმოადგენდა.

"მცირე და მიკრო ბიზნესის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა 2024 წელს უნდა დაწყებულიყო და 2026 წლის ჩათვლით გაგრძელებულიყო, რაც დამატებით ათასობით სამუშაო ადგილს შექმნიდა საქართველოში. მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების შესაქმნელად აუცილებელია ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება, რაც გულისხმობს მცირე და მიკრო ბიზნესის გაძლიერებას, ინოვაციური ბიზნეს იდეებისა და სტარტაპების წახალისებას. წლებია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მეგობარი სახელმწიფოები და დასავლური ფონდები, დონორი ორგანიზაციები, აფინანსებენ საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარების პროგრამებს. 2019 წლიდან დღემდე მხოლოდ ევროკავშირის პროგრამის EU4Business ფარგლებში საქართველოში 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა მცირე და საშუალო ბიზნესში რის შედეგადაც 30 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ივანიშვილის მთავრობის მიერ რუსული კანონის მიღებისა და ანტიდასავლური პოლიტიკის გატარების შედეგად საქართველო დაკარგავს 250 მილიონი ლარის ინვესტიციას, მცირე და მიკრო ბიზნესი განვითარების შესაძლებლობას, რაც ჯამში 5000 ახალი სამუშაო ადგილი უნდა ყოფილიყო", - აცხადებს ურუშაძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს მთავრობა იმყოფება იზოლაციაში, მათ მიიღეს რუსული კანონი, რითაც მკაფიოდ გამოხატეს და დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ და იქიდანაც გასაგები იყო მიზეზშედეგობრივი კავშირი როგორი იქნებოდა. ცისკარიშვილის თქმით, ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა შეწყვეტილი დახმარება, რომელიც უნდა წამოსულიყო მიკრო და მცირე ბიზნესისთვის შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი