
ჩინეთში, შაანქსის პროვინციის ქალაქ შანგლუოში კოკისპირული წვიმისა და წყალდიდობის შემდეგ ავტომაგისტრალის ხიდის ნაწილი ჩაინგრა, შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
ხელისუფლების ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფები მდინარეში ჩავარდნილ დაახლოებით 20 მანქანას და დაკარგულ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ. ადგილობრივი მედიის, Xinhua-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე 736 მეხანძრე, 18 ნავი და 32 დრონი გაიგზავნა.
პარასკევს, პროვინციის სხვა ნაწილში წყალდიდობასა და ღვარცოფს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, 8 დაკარგულად ითვლება.