სტუდენტური მზარდი პროტესტი ბანგლადეშში | დაწესდა კომენდანტის საათი, დაღუპულია 105 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ბანგლადეშში ჯარისკაცები პატრულირებდნენ დედაქალაქ დაკას ქუჩებში შაბათს, კომენდანტის საათის დროს, მას შემდეგ, რაც ამ კვირაში სტუდენტების მიერ დაწყებულ საპროტესტო აქციებზე, სამთავრობო სამუშაო ადგილების კვოტირების წინააღმდეგ 105 ადამიანი დაიღუპა. 

ხუთშაბათიდან შეჩერებულია ინტერნეტისა და ტექსტური შეტყობინების სერვისები, რამაც ბანგლადეში მსოფლიოსგან მოწიყვტა, მაშინ, როცა პოლიცია ცდილობს ჩაახშოს საპროტესტო აქციები, რომლებიც გრძელდება საზოგადოებრივი თავშეყრის აკრძალვის მიუხედავად. საზღვარგაერთიდან ზარების განოხრციელება ძირითადად ვერ ხერხდება, ბანგლადეშში დაფუძნებული მედიების ვებსაიტები არ განახლებულა. 

შეტაკებების დროს ათასობით ადამიანი დაშავდა. დაკას სამედიცინო კოლეჯის ჰოსპიტალმა პარასკევს, საღამოს 5-დან 7 საათამდე, 27 ცხედარი მიიღო. 

ხუთი დღის განმავლობაში პოლიცია ცრემლსადენი გაზს და ხმოვან ყუმბარებს ისროდა მომიტინგეების დასაშლელად, დემონსტრანტები შეტაკების დროს უსაფრთხოების ძალებს აგურებს ესროდნენ, ცეცხლს უკიდებდნენ მანქანებს.

დემონსტრაციები - ყველაზე მასშტაბური მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრი შეიხ ჰასინა ხელახლა აირჩიეს წელს ზედიზედ მეოთხე ვადით - ასევე გამოწვეულია ახალგაზრდების მაღალი უმუშევრობით, რომლებიც შეადგენენ სამხრეთ აზიის 170 მილიონი მოსახლეობის თითქმის მეხუთედს. 

სატელევიზიო არხების ცნობით, კომენდანტის საათი შემსუბუქდა შაბათს შუადღიდან ორი საათის განმავლობაში, რათა ხალხს მიეცეს საშუალება იყიდონ მარაგები და შეასრულონ სხვა სამუშაოები. ის გაგრძელდება კვირა დილამდე, როდესაც მთავრობა შეაფასებს სიტუაციას და გადაწყვეტს მოქმედების შემდეგ გზას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი