გამოგონილი სამსახურები "ოცნებისაგან", სადაც დასაქმებულებს ხელფასს გადასახადების გადამხდელები, ბიუჯეტიდან ვუხდით.
ავიღო ააიპ-ების მაგალითი - მუნიციპალიტეტებში შექმნილია "მოძრავი ბიბლიოთეკები", დასაქმებულ პირს თვეში 300 ლარს უხდიან, მათ სოფელში წიგნების დამტარებლების სტატუსი აქვთ. თუმცა ადგილობრივებისთვის წიგნების მიწოდების ეს სერვისი თითქმის არ მუშაობს. ერთადერთი სადაც წიგნების დამტარებლებმა ჩამოიარეს ხარაგაულის სოფლები იყო, თუმცა მათ საარჩევნო კამპანია აწარმოებს. რესპონდენტი, რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნით არ ვასაჯაროებთ ამბობს, რომ ბიბლიოთეკაში დასაქმდა და მის პოზიციას წიგნების დამტარებელი ჰქვია, მიუხედავად ამისა, წიგნები სოფლებში თითქმის არ დააქვს. ის სოციალურად დაუცველია, საჯარო სამსახურშიც აქამდე არ უმუშავია, თუმცა რამდენიმე თვის წინ ამის შესაძლებლობა ხელისუფლებამ მისცა.
"შაბათის მთავარმა" რამდენიმე სოფელში სახელმწიფო პროგრამით დასაქმებული მოქალაქეების საქმეში შესწავლა. ჩვენი რესპონდენტების მონაყოლით ირკვევა, რომ სოციალურად დაუცველთა პროგრამაში მყოფი პირების საჯარო უწყებებში დასაქმება "ოცნების" ახალი სქემაა. სოციალურ შემწეობას სახელმწიფო ძირითადად ისეთ ადამიანებს უნიშნავს, ვინც ამ დახმარების გარეშე შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდება, თუმცა ჩვენს მიერ მოპოვებული მასალებიდან ირკვევა, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ სოციალური დახმარება ოქტომბრის გადამწყვეტი არჩევნების წინ ხმების მობილიზების მექანიზმად აქცია.
პენსიონერი ილო დათუკიშვილი "ქართული ოცნების" ახალი პროგრამით თელავის მუნიციპალიტეტშია დასაქმებული. მის მოვალეობაში გამგეობის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება შედის ამისთვის მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 300 ლარს უხდიან, სანაცვლოდ, "ოცნება" სავარაუდოა, რომ არჩევნებზე ხმებს იღებს. კიდევ ერთი პირი გვიყვება, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების დასუფთავების სამსახურში მუშაობდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისიც 300 ლარს იღებდა. როგორც თავად გვიყვება სხვების მსგავსად "ოცნების" ახალ პროგრამაში ისიც სოფლის გამგებელმა ჩართო.
რას აკეთებს მმართველი პარტია ხმების მობილიზებისთვის, სიუჟეტში ნახავთ.