თელ-ავივის თავდასხმიდან ერთი დღის შემდეგ, ისრაელმა იერიში მიიტანა იემენში, ჰუთების მიერ კონტროლირებულ ქალაქ ჰოდეიდაზე

გამოქვეყნდა:

ისრაელმა იერიში მიიტანა იემენში, შიიტი ჰუთების მიერ კონტროლირებად საპორტო ქალაქ ჰოდეიდაზე. 

თავდასხმას დასავლეთის სანაპირო ქალაქში მოჰყვა მსხვერპლი, დაჯგუფების ტელეკომპანია Al Masirah-ის მიხედვით, მაღალჩინოსნის განცხადებით, სამიზნე საწვავის საცავები და პროვინციის ელექტროსადგური იყო. 

დაბომბვის დროს აფეთქებების ხმა ისმოდა მთელ ქალაქში, განუცხადეს მოქალაქეებმა სააგენტო Reuters-ს.

თავდასხმები მას შემდეგ მოხდა, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუთებმა პასუხისმგებლობა აიღეს ისრაელის ქალაქ თელ-ავივში აშშ-ის საელჩოსთან განხორციელებულ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 10-მდე დაშავდა.

ითვლება, რომ ჰოდეიდაზე თავდასხმა ისრაელის პირველი დარტყმაა იემენის მიწაზე მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ღაზაში "ჰამასთან" კონფლიქტი დაიწყო.

IDF-ის სპიკერმა კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავდასხმები იყო "ისრაელის თავდაცვითი მოქმედებების ნაბიჯი" და სამხედროები გააგრძელებენ "ისრაელის ხალხის დაცვას ახლო და შორეული საფრთხეებისგან".

იმავდროულად, ჰუთების სპიკერმა, ნასრუდინ ამერმა სოციალურ მედია პლატფორმაზე X-ზე დაწერა, რომ "ისრაელის სასტიკი აგრესია" მიზნად ისახავდა იემენის მიერ ღაზის მხარდაჭერის შეკავებას, რაც "ოცნებაა, რომელიც არ ახდება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი