სამარაში, [რუსეთი] ტაჯიკური წარმოშობის ორი ადგილობრივი და უზბეკეთის ერთი მოქალაქე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, მიხეილ მატვეევისა და მისი მძღოლის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ქუჩის ჩხუბის დროს, დეპუტატს თავში ჩაარტყეს, მის მძღოლს კი ხელი მოტეხეს. სამივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
კონფლიქტის მონაწილეებს ბრალად ედებათ ორგანიზებულ დანაშაულში, საჯარო მოვალეობის შემსრულებელი ორი ან მეტი ადამიანის მკვლელობის მცდელობა. დაკავებულებს 15 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ
დაკავებულებიდან ერთ-ერთი 16 წლისაა. ის რუსეთის მოქალაქეა და ბრალდებას უარყოფს. კიდევ ერთი ბრალდებული ტაჯიკეთში დაბადებული რუსეთის მოქალაქეა - 19 წლის ნეკრუზ ბახიროვი. აღიარებს თუ არა დანაშაულს, უცნობია. ასევე 19 წლისაა უზბეკეთის მოქალაქე მუროდ მუსუროვი. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მუსუროვმა დაარტყა თავში დეპუტატს, თუმცა ის ბრალდებას უარყოფს.