რუსეთში სასკოლო სახელმძღვანელოდან ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონების შესახებ, გარი კასპაროვი ამოიღეს

გამოქვეყნდა:

რუსეთში მე-11 კლასის ისტორიის ახალ სახელმძღვანელოში, რომელიც რუსეთის ყოფილი კულტურის მინისტრმა, ვლადიმირ მედინსკიმ დაწერა, ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონების სიიდან ცნობილი მოჭადრაკე და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გარი კასპაროვი ამოიღეს.  რუსული საგამოძიებო ჟურნალის The Insider- ის ცნობით  წიგნში მსოფლიო ჩემპიონებს შორის მოხსენიებულნი არიან მიხაილ ბოტვინიკი, ვასილი სმისლოვი, მიხაილ ტალი, ტიგრან პეტროსიანი, ბორის სპასკი და ანატოლი კარპოვი. ის ფაქტი, რომ 1985 წელს მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი გახდა, ნახსენები არ არის. კასპაროვი წლებია პუტინის რეჟიმს აკრიტიკებს და პოლიტემიგრანტია. ის რუსეთს "ტერორისტებისა და ექსტრემისტების" სიაში ჰყავს შეყვანილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი