კანადაში, ალბერტას ჩრდილოეთით ტყის ხანძრების გამო 5 000 ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reutrs-ი ავრცელებს.
ნავთობით მდიდარ პროვინციაში ტყის ხანძრებს ხუთ სხვადასხვა რაიონში ებრძვიან. ალბერტაში ხანძრის სულ 158 კერაა დაფიქსირებული, მათგან 55 კონტროლს არ ექვემდებარება.
"სახანძრო სამუშაობი სავარაუდოდ ინტენსიურად გაგრძელდება, რადგან ცხელი და მშრალი ამინდია" - ნათქვამია სახანძრო სამსახურის განცხადებაში.
მედიის ცნობით, ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე და დამხმარე პერსონალი, 10 შვეულმფრენი და 43 მძიმე ტექნიკა მუშაობს.
ტყის ხანძრებს ებრძვიან მეზობელ ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაშიც, სადაც 319-მდე აქტიური კერაა. BC Wildfire Service-ის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ტყის ხანძრის 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა სამხრეთ რეგიონში. სტიქიის ზონიდან ევაკუაციის ბრძანება შაბათს ორ ტბას შორის უკონტროლო ხანძრის გამო გაიცა. ტყის ხანძრების ნახევარზე მეტი კონტროლს არ ექვემდებარება.