საფრანგეთმა რუსი ჟურნალისტების ნაწილს პარიზის ოლიმპიადის გაშუქების უფლებაზე უარი უთხრა

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის ხელისუფლებამ რუსი ჟურნალისტების ნაწილს 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების გაშუქების უფლებაზე უარი უთხრა, სიფრთხილისა და პოტენციური "ჯაშუშობის საფრთხის" გამო. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა გაზეთ Le Journal du Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟერალდ დარმანინის განცხადებით, სპეცსამსახურების მიერ შემოწმებული 960 000 დოსიედან 4 340 ადამიანს ეთქვა უარი ოლიმპიადაზე მუშაობასა და თამაშებთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობაზე. მათ შორის არიან მოხალისეები, სტადიონის მუშაკები და სპორტული დელეგაციის წევრები.

შეგახსენებთ, ოლიმპიადა საფრანგეთის დედაქალაქში 26 ივლისს დაიწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი