ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ლექტორი, ისტორიის დოქტორი ქეთევან ქუთათელაძე გაათავისუფლეს. ინფორმაციას თავად ქუთათელაძე ავრცელებს და მომხდარს მის მიერ რუსული კანონის საწინააღმდეგო პეტიციაზე ხელმოწერას უკავშირებს. როგორც ის წერს, 18 წლიანი გამოცდილების მქონე ლექტორს კომისიის წევრებმა კვალიფიკაცია დაუწუნეს, რაზეც სასამართლოში გააგრძელებს დავას. ქუთათელაძე აღნიშნავს, რომ მისი შეხედულებების გამო, ბოლო 10 წელში უნივერსიტეტიდან გათავისუფლების არაერთი მცდელობა ჰქონდათ:
"თსუ-ში პოლიტიკური რეპრესიები უკვე დაიწყო, ყოჩაღ თქვენ კოლეგებო, დაკვეთა შეასრულეთ? ვაკანტური ხდება ადგილი, რომელსაც 18 წელია ვიკავებ, რომლიდანაც რამდენჯერმე გაგდების მცდელობა საბოლოოდ, 2024 წელს შესრულდა. უბრალოდ მაინტერესებს კოლეგებო, არ გრცხვენიათ ჩემი, ან სტუდენტების, ვინც მე მიცნობს, ან თუნდაც ღმერთის? თითქმის 6 დღიანი ლოდინის შემდეგ მეტი ფანტაზია არ გეყოთ? რომ ასეთი უსირცხვილო ტყუილი დაგეწერათ. როგორი მარტივი ლოგიკაა, აქამდე ვაკმაყოფილებდი და ეხლა რა შეიცვალა? ასეთი ბრძანება მიიღეთ? პიროვნებას ავიწროებთ და ჩაგრავთ? 10 წლის წინ დაწყებული ამბავის ბოღმა ეხლა გასკდა? ჩემი თავისუფლება რომ ვერ გატეხეთ და ღირსება ფეხქვეშ რომ ვერ გათელეთ? რა ნამუსით აკნინებთ ჩემს პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას, არ გრცხვენიათ? იქეთ არის თსუ-ს სირცხვილი, რომ ჩემი კვალიფიკაციის ადამიანი ასისტენ-პროფესორის პოსტზე გაყინეს და წინ არ გაუშვეს, რატომ? სისტემას არ აწყობს და ალბათ იმიტომ, ხომ მეთანხმებით. ძვირფასო კომისიის წევრებო, მართლა გჯერათ, რომ ის სამარცხვინო ტყუილი, რაც შემაჯამებელ ოქმში წერია რელევანტურია? როგორ დაიცავთ ამ სამარცხვინო ტყუილს სასამართლოზე, თსუ-ს აპელაციის ფორმალურ პროცესს არ ვგულისხმობ. ბევრის გადმოსახედიდან „განაჩენი“ ჩემ თავს მაშინ გამოვუტანე, როცა 13 კაციანი კათედრიდან მარტო მე მოვაწერე ხელი ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ პეტიციას, ალბათ ეს ბოლო წვეთი იყო. როგორ ყალიბდებით - მუდმივმოქმედი კომისიები, ერთი-ორი ადამიანის შეცვლით, როდესაც თავმჯდომარე თავს არიდებს პასუხისმგებლობას და დაკვეთას ასრულებთ, უბრალოდ სირცხვილია. მთელი 18 წელია უკან მომყვება ფრაზები: „ვინ მოგიყვანა“, „საიდან მოხვედი“, „სირცხვილია შენი უნივერსიტეტში ყოფნა“, „გარედან მოსულო“, „ღორობაა შენის მხრიდან ასოცირებულის მოთხოვნა“, ამას კოლეგებისგან ვისმენდი, ერთი ადამიანი მთელს სისტემას შევები, ამას თსუ-ში ხომ არ პატიობენ. თითქოს აკადემიკოსობაზე ვიყრიდეთ კენჭს. რამდენჯერ მინახავს მეც და თქვენც, ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე მცირე რაოდენობის სამეცნიერო მონაცემებით, ზოგჯერ დოქტორის ხარისხის არ მქონე ხალხი გასულა, ვისაც მფარველი ჰყავდა. რატომ არ წერთ რაც მე ვისაუბრე სამეცნიერო სიახლეებზე, სილაბუსებზე (ძველი და ახალი), სამეცნიერო მიღწევების სასწავლო პროცესში ადაპტირებაზე. ხარვეზად იმას მითვლით და იმიტომ მსჯით, რომ “გ კატეგორიის“ თანამდებობის 614 ლარიანი ხელფასით (იანვრიდან 715) ევროკავშირის ქვეყნებში ვერ მივდიოდი? რომელ თქვენგანს გაქვთ ბერლინსა და პარიზში გამოცემული ნაშრომები? თუნდაც გამარჯვებულ კანდიდატებს? თბილისში ჩატარებული მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენციები რატომ არ გაითვალისწინეთ, სადაც მრავალჯერ აბსოლუტურად ახალი კვლევები გავაჟღერე, რომლებზეც არც გამარჯვებული კანდიდატებიდან და არც თქვენგან, რატომღაც ბევრი მათგანი არ მინახავს დასწრებული, თუ აქ ჩატარებული არ ითვლება? როგორ ამბობთ ასეთ ტყუილს რომ „სასწავლო-სამეცნიერო აქტივობას ვერ ახერხებს“, როდესაც ჩემ სიტუაციაში მყოფი ადამიანი იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე რამდენიმე კაცი ერთად აღებული. რამდენ კანდიდატს აქვს აბსოლუტურად ახალი მოსაზრებები, რომელიც უნდა დამკვიდრდეს ისტორიოგრაფიაში, ამ კუთხით რაც გასაუბრებაზე ვთქვი სამეცნიერო სიახლეები, რატომ არ ახსენებთ? წინასწარ შეთანხმებულად გამარჯვებული კანდიდატების მსგავსად, რატომ არ მიწერთ, „რომ ის უკვე იკავებდა საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობას და ჩართულია საკონკურსო პროფილის სასწავლო კურსების განხორციელებაში. კარგად იცნობს ვაკანსიის პროფილს, მის მიერ შესაძლო წასაკითხ სასწავლო დისციპლინებში ასახელებს საგნებს, რომელიც მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებშია შეტანილი და თავად აქვს აღნიშნული სასწავლო კურსების სილაბუსების შედგენისა და წაკითხვის გამოცდილება“ - ეს სეგმენტი ჩემთან მიმართებით რატომ არ არის აღნიშნული? ამ კითხვას სასამართლოზეც დაგისმევთ. ეს ყველაფერი ხომ დასტურია იმისა, რომ ჩემთან მიმართებით გზის ბოლო დამთავრდა და ანგარიში გამისწორეს, თქვენი ხელით თქვენზე ზემდგომებმა. ჩემი რეპუტაციის შეურაცხყოფისთვის, ტყუილის გავრცელებისთვის და ჩემი უფლებების შელახვისთვის, ინდივიდუალურად ყველას პასუხი მოგეთხოვებათ. იმ ყალბ და ფარისევლურ გარემოში, რაც თსუ-შია, მხოლოდ სტუდენტებთან ურთიერთობა მაძლევდა ძალას, ბედნიერი ვარ, რომ მათგან უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მოდიოდა, რაც მიათკეცებდა ძალას და პასუხისმგებლობას. ამ საქმეში ჩართულ არც ერთ პირს არც ამ სტუდენტების შეგრცხვებათ. ამ სცენარს განვიხილავდი, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ ჩემ სახეს და თავისუფლებას ვინარჩუნებ, რასაც სამწუხაროდ, თქვენზე ვერ ვიტყვი. წინასწარ გადაწყვეტილი კონკურსის შედეგი ცალკე თემაა, მაგრამ იცოდეთ, სადაც არ უნდა ვიყო, სამეცნიერო სივრცეში მე ჩემ სათქმელს ყოველთვის ვიტყვი, მაგრამ არავის მივცემ უფლებას, რომ ჩემი პროფესიული ღირსება ვინმემ შეურაცხყოს. ამ კონკურსის გადაწყვეტილება ჩემთან მიმართებით თსუ-ს სისუსტეზე მიანიშნებს და ერთგვარი განაჩენია ერთი პიროვნების მიმართ, რომელიც არასოდეს იქნება ანტიმეცნიერული და ანტისახელმწიფოებრივი პლატფორმის გამზიარებელი." წერს ქეთევან ქუთათელაძე.
კომისიამ მხარი არ დაუჭირა არც შოთა მათითაშვილის კანდიდატურას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე დასაკავებლად. მომხდარს ისიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს:
"დაიდო ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები. მე საბუთები შეტანილი მქონდა საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში. კომისიის წევრები იყვნენ: მიხეილ ბახტაძე, ბონდო კუპატაძე, ქეთევან ნადირაძე, ბეჟან ხორავა. კონკურსში მხოლოდ ერთი კანდიდატი გავიდა (წარმატებას ვუსურვებ მას!). კომისიის ოთხივე წევრმა ჩემს საწინააღმდეგოდ მისცა ხმა. გინდა ოქსფორდში წადი საკვლევად, გინდა - ჰარვარდში, გინდა ინგლისურენოვანი სტატიები ბეჭდე იმპაქტ ფაქტორიან ჟურნალებში, როგორც ჩანს ამათი მოსაწონი ვერ იქნები და ვერც საქოცეთად გადაქცეულ უნივერსიტეტში გექნება ადგილი, რომლის იღუმენადაც ჯაბა სამუშიაა დანიშნული (ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ შესაძლოა, ჩემს პოლიტიკურ პოზიციასაც მნიშვნლობა ჰქონდა გადაწყვეტილების გამოტანისას). თან ვინ გაფასებს? ბონდო კუპატაძე, რომლის ნაშრომებზე უკეთესი მონოგრაფიები მეცხრეკლასელებს აქვთ დაწერილი, ცნობილი ქოცი ქეთევან ნადირაძე, რომლის ,,სამეცნიერო კომპეტენცია'' მეოცე საუკუნის დასაწყისში არსებულ ჭრა-კერვის ოთხწლიან სასწავლებელს ვერ სცდება (ქალს, რომელსაც მოსმენილიდან და დაწერილიდან შინაარსი ვერ გამოაქვს), ბეჟან ხორავა, რომელიც პირველად გავიგე საერთოდ ვინ იყო ან მაგ კომისიაში რა უნდოდა (გასაგებია რაც უნდოდა, რიგითი უნიჭო მონაა და რასაც დაავალებენ, იმას მოაწერს ხელს). ყველაზე კეთილგანწყობილი მამალი აფერისტი და ქვემძრომი მიხეილ ბახტაძე ჩანდა, მაგრამ რა თქმა უნდა ბახტაძემაც ჩემს საწინააღმდეგოდ მისცა ხმა. ვითომ ,,ჩამჭრელი'' შეკითხვები დამისვეს. შეკითხვებზე ვუპასუხე (რა თქმა უნდა, ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი გამზადებული არ მქონდა, ვერც ერთ ისტორიკოსს ვერ ემახსოვრება ყველა დეტალი ყველაფერზე), მაგრამ ცხადია კომისიის წევრებს წინასწარ ჰქონდათ გადაწყვეტილება მიღებული. წლების განმავლობაში სტუდენტები მეკითხებოდნენ, სხვა საგნებს რატომ არ ასწავლით, სხვა ლექციებზე რატომ არ შედიხართო (თსუში საქართველოს ისტორიაში სემინარებს ვატარებდი). აგერაა პასუხი! მერე უფროსი თაობის წარმომადგენლები მოდიან და გეკითხებიან (ზოგი გულწრფელად, ზოგი - ფარისევლურად): შენნაირი ახალგაზრდები არ უნდა გარბოდნენ უცხოეთში, ნწ, ნწ, როგორ შეიძლება არ იყო უნივერსიტეტში და ა.შ. და ა.შ. წლებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლპობა აქვს შეპარული, მხოლოდ რამდენიმე ღირსეული პროფესორი (რომლებიც, მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ არიან თსუში) ამ კატასტროფულ სიტუაციას ვერ უშველის, თუ სისტემა არ გამოიცვალა და უპირატესობა უცხოეთში განათლებამიღებულ კადრებს არ მიენიჭათ და არა ,,სპეციალისტებს'', რომლებიც ერთი წლის განმავლობაში თხუთმეტ სტატიას აქვეყნებენ (იმთავითვე მაკულატურა) და ასამდე კონფერენციაში ღებულობენ მონაწილეობას, მასალები რომ ჰქონდეთ შეგროვებული კონკურსებისთვის, მაგრამ არა უშავს, სულ ესენი ხომ არ იქნებიან ხელისფლებაში, სისტემაც შეიცვლება და ეს მარაზმიც ვეღარ გაგრძელდება უსასრულო" წერს მათითაშვილი