როგორ შეიძლება ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები სანგრებში? | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ ომი გაგრძელდება, ხელისუფლებას მოუწევს ეძებოს ინსტრუმენტები, რათა არჩევნები არსებულ პირობებში ჩაატაროს, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს ურთულესი იქნება. BBC-სთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ უკრაინის კონსტიტუცია საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას კრძალავს და ასეთ ვითარებაში კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა გახდება საჭირო.

"დიდი სიამოვნებით ჩავატარებდი არჩევნებს, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა. (...) თუ ომი გაგრძელდება, ამა თუ იმ გამოსავლის მოძებნა იქნება საჭირო. ჯერ არ ვიცი, რომლის. რთულია...

როგორ შეიძლება ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები სანგრებში? არცერთი დამკვირვებელი არ მოვა სანგრებში. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს ხალხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ხმას ვერ მისცემენ" ამბობს ზელენსკი.

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი