
BBC-ის ინფორმაციით, წყვილი, რომელიც ატლანტის ოკეანის გადაკვეთას ცდილობდა, ექვსი კვირის შემდეგ, სამაშველო გასაბერ ნავზე გარდაცვლილი იპოვეს.
ბრიტანელი სარა პაკვუდი და მისი კანადელი ქმარი ბრეტ კლიბერი 18 ივნისს გაუჩინარდნენ იქამდე, 1 კვირით ადრე კი ხმელეთი 13 მეტრიანი იახტით დატოვეს და აზორის კუნძულებისკენ მიემართებოდნენ. წყვილს 21-დღიანი მოგზაურობა ჰქონდა დაგეგმილი.
ამ ეტაპზე უცნობია მათი სიკვდილის გარემოებები.
მედიის ცნობით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. მათ შორის, განიხილება წყვილის იახტის შესაძლო შეჯახება გემთან, რომელმაც ეს ვერ შეამჩნია.