რუსეთი გალის განმეორებით ოკუპაციისთვის ემზადება | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთი ახალ პროვოკაციას ამზადებს. ამჯერად საუბარია აფხაზეთის სამი რაიონის, გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის მიწებზე აპარტამენტების მშენებლობაზე და იქ ათობით ათასი რუსის ჩასახლებაზე. შემთხვევითი პრინციპით არაა შერჩეული ის რაიონები, სადაც  ჯერ კიდევ მაღალია ეთნიკური ქართველების ხვედრითი წილი, განსაკუთრებით გალში. 

ეკონომიკური ანექსიის ეს გეგმა კი თავად სეპარატისტების მიზნებთანაც წინააღმდეგობაში მოდის, რადგან ათასობით აპარტამენტის რუსეთის მოქალაქეების ხელში გადასვლის შემდეგ, ამ რეგიონში შეიცვლება როგორც დემოგრაფიული სურათი, ისე ეკონომიკური რეალიები - მოსკოვს სულ უფრო მეტი ბერკეტი და აქტივი გაუჩნდება აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის ასალაგმად.

ცხადია ანექსიის ეს ახალი ეტაპი უკიდურესად დამაზიანებელია საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვისაც. აპარტამენტების ე.წ. კანონის განხილვას თავად სოხუმშიც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. სოხუმის აეროპორტისა და ბიჭვინთის სანაპირო ზოლის შემდეგ მოსკოვის მადა არათუ არ შემცირებულა, პირიქით, თავად სეპარატისტების უმრავლესობასაც ესმის, რომ ამ პროცესის საბოლოო შედეგი ოკუპირებული რეგიონის სრული რუსიფიკაცია იქნება, სადაც ადგილი არც აფხაზისთვის მოინახება და არც ქართველისთვის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი