ახალი ერთობა ოპოზიციურ ველზე | მაია ლომიძის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

გასულ კვირას მესამე ერთობის ჩამოყალიბების მომსწრენი გავხდით -"ლელო", ანა დოლიძის პარტია "ხალხისთვის" და ახლადდაფუძნებული პლატფორმა "თავისუფლების" მოედანი არჩევნებზე ერთიანი ძალებით გამოვლენ და საარჩევნო ნომერი 9-ის გარშემო გაერთიანდებიან. 

უფრო ადრე კი 4 ნომრის  გარშემო გაერთიანდა კოალიცია ცვლილებისთვის, რომელიც პარტიების "ახალი", "დროასა" და "გირჩი მეტი თავისუფლების" ერთობაა. 

საარჩევნო ნომერი 5-ის გარშემო კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" არიან გაერთიანებული, რომლებიც თავის გარშემო საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებსაც იკრებენ. 

სიახლეებს პოლიტიკური კონფიგურაციების კუთხით ალბათ ისევ უნდა ველოდოთ, რადგან რჩებიან სუბიექტები, რომლებსაც გარკვეული გადაწყვეტილება მისაღები აქვთ და ჯერჯერობით ღია რჩება სივრცეც უკვე არსებული  კოალიციების გამსხვილებისთვისაც.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი