არჩევნები აშშ-ში | ყველაზე დაძაბული წინასაარჩევნო გარემო ამერიკული დემოკრატიის 250 წლიან ისტორიაში

გამოქვეყნდა:

ასეთი დაძაბული და პოლარიზებული წინასაარჩევნო გარემო ამერიკული დემოკრატიის 250 წლიან ისტორიას თითქმის არ ახსოვს. ტრამპის მისამართით ნასროლმა ტყვია ამ დაძაბულობის სისხლიანი დასტურია. გასულ კვირას ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა ოფიციალურად გაინაღდა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობა.  რაც შეეხება დემოკრატების კანდიდატს და მოქმედ, 46-ე პრეზიდენტს, აქ შესაძლოა რადიკალური ცვლილებებიც ვიხილოთ.

ამერიკულ მედიაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ დემოკრატიული პარტიის დონორები შიდა კულუარებში ბაიდენის კანდიდატურას აკრიტიკებენ და მის შეცვლას ითხოვენ, ვიდრე ძალიან გვიან არ არის.

აქვე უნდა ვახსენოთ ივანიშვილს რემარკა ტრამპის არჩევის შესაძლებლობაზე, რომ თითქოს ეს პრორუსული ვექტორის გაძლიერებას და ახალი რეალობის ჩამოყალიბებას გამოიწვევს. გასულ კვირას ტრამპმა თავად ახსენა რომ რუსეთს პასუხი უნდა ეგო საქართველოში შეჭრის გამო და არანაკლებ ხისტი განცხადებები გააკეთა პუტინის მიმართ.  

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი