
ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით, რესპუბლიკელების კანდიდატი, დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ბაიდენი არ არის შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და არც არასდროს ყოფილა:
"კორუმპირებული ბაიდენი არ იყო მზად საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის და რა თქმა უნდა, ის არ არის მზად იმსახუროს და არც არასდროს ყოფილა! მან პრეზიდენტის პოსტი მხოლოდ სიცრუით, ყალბი ამბებითა და თავის სარდაფში გამოკეტვით მოიპოვა.
ყველამ მის გარშემო, მათ შორის მისმა ექიმმა და მედიამ, იცოდა, რომ მას არ შეეძლო პრეზიდენტი ყოფილიყო და არც იყო.
ჩვენ ძალიან დავზარალდით მისი პრეზიდენტობის გამო, მაგრამ ძალიან სწრაფად გამოვასწორებთ მის მიერ მიყენებულ ზარალს. MAKE AMERICA GREAT AGAIN" წერს ტრამპი.
ტრამპი გამოეხმაურა ბაიდენის მიერ, კამალა ჰარისის კანდიდატურის შეთავაზებასაც - "კამალა ჰარისის დამარცხება ნოემბრის არჩევნებში უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბაიდენის" - თქვა მან CNN-თან.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა ცოტა ხნის წინ, საკუთარი კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. მან მხარდაჭერა გამოუცხადა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.