"ბაიდენი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს" | მაიკ ჯონსონი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი ჯო ბაიდენის გადადგომას ითხოვს:

"თუ ჯო ბაიდენი არ არის შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ის არ არის შესაფერისი პრეზიდენტის პოსტისთვის. ის დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს თანამდებობიდან. 5 ნოემბერი საკმარისად მალე ვერ მოვა" აცხადებს ჯონსონი.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშა. მან ცოტა ხნის წინ, კანდიდატურა მოხსნა. მოქმედმა პრეზიდენტმა წერილი გაავრცელა, სადაც წერს, რომ გადაწყვეტილება პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. 

ბაიდენი პრეზიდენტის თანამდებობაზე რჩება და როგორც ამავე წერილში წერს, დარჩენილ დროში საკუთარი საპრეზიდენტო მოვალეობების შესრულებაზე იქნება ორიენტირებული. 

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერსაა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი