კორუფციის მკვლევარი, ირაკლი აბესაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაყიდა კიდევ ერთი ქონება - "მტკვარი ჰესი". მისი აზრით, აშკარაა, რომ ივანიშვილი ამ გზით რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს "გააქეშებს".
"რატომ ყიდის ივანიშვილი მომგებიან ბიზნესს, ასევე ქონებას, რომელსაც ათწლეულები აგროვებდა?! აშკარაა, რომ არჩევნებზე ივანიშვილი ყველანაირ ბინძურ მეთოდს გამოიყენებს, მის მორჩილებაში მყოფ სტრუქტურებს ბევრ დანაშაულს ჩაადენინებს და ყველაფრის ფასად ეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას, თუმცა, როგორც ჩანს, თავისთვის მაინც აქვს გონებაში გეგმა ,,ბ” - ჰოდა წასვლისას ქეში ჯობია, ჰესს ვერ წაიღებ…აი დანაშაულის ჩამდენ ჩინოვნიკებს და კრიმინალებს ნამდვილად აღარავინ ეყოლება ,,მიმხედავი”, - წერს აბესაძე.
მოგვიანებით მან "მთავარ არხთან" თქვა, რომ ივანიშვილს, როგორც ჩანს, აქვს "გეგმა ბ", რომ იმ შემთხვევაში, თუ მას ძალაუფლების დათმობა მოუწევს, მას ურჩევნია ჰქონდეს ფული, რომელსაც ადვილად წაიღებს მისთვის ხელსაყრელ ქვეყანაში.
თანაინვესტირების ფონდი ამბობდა, რომ 2014 წელს პროექტი სრულად შეისყიდეს და მშენებლობა განაახლეს. პროექტი 2024 წლის დასაწყისში უნდა დასრულებულიყო. იხილეთ ასევე: