ნეაპოლის ერთ-ერთ სასტუმროში ძებნილი ქართველი დააკავეს

გამოქვეყნდა:

იტალიაში, ძებნილი ქართველი დააკავეს. მედიის ცნობით, 36 წლის მამაკაცი პოლიციამ ნეაპოლის ერთ-ერთ სასტუმროში აიყვანა.

როგორც მედია წერს, სამართალდამცველებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ძებნილი პირი სასტუმროში იმყოფებოდა. იქ მისულებს კი ის ადგილზე დახვდათ და ადგილზევე დააკავეს. 

საქართველოს მოქალაქე გერმანიის მიერ, 2023 წლის მარტში, ბინის ძარცვის ბრალდებით იძებნებოდა. 

დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. გამოძიება გრძელდება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი