ვინ არის კამალა ჰარისი | აშშ-ის პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატის ბიოგრაფია

გამოქვეყნდა:

კამალა ჰარისი ისტორიაში შევიდა როგორც პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელმაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. დღეს ის ემზადება  პირველი ფერადკანიანი ქალი იყოს,  რომელიც შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს.  

21 ივლისს, ამერიკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოქვეყნებული წერილით კამალა ჰარისს მხარი ოფიციალურად დაუჭირა. ჰარისს, ყოფილ იურისტს, შტატის გენერალურ პროკურორსა და სენატორს, თითქმის ოთხი წელი ჰქონდა იმისთვის, რომ თავი გაეცნო ეროვნულ და საერთაშორისო ასპარეზზე.

კამალა დევი ჰარისი დაიბადა 1964 წლის 20 ოქტომბერს, ოუკლენდში, კალიფორნიაში, ემიგრანტების ოჯახში. დედა, შიამალა, ემიგრაციაში წავიდა ინდოეთიდან და გახდა ძუძუს კიბოს ცნობილი მკვლევარი, მამა, დონალდ ჰარისი აშშ-ში იამაიკადან ჩავიდა და სტენფორდის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი იყო. კამილა ჰარისს ერთი და ჰყავს, მაია ჰარისი, რომელიც  ჰილარი კლინტონის გუნდის წევრი იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

კამილა ჰარისმა სკოლა მონრეალში, კანადაში დაამთავრა, შემდეგ ამერიკაში დაბრუნდა და სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში გააგრძელა, პოლიტიკური მეცნიერებისა და ეკონომიკის მიმართულებით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ბავშვობის ოცნება აისრულა და სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო კალიფორნიის უნივერსიტეტის ჰასტინგსის კოლეჯში.

პირველი ფერადკანიანი და პირველი აზიურ-აფრიკული წარმომავლობის ქალი ვიცე -პრეზიდენტის თანამდებობაზე  ჯო ბაიდენმა 2021 წლის 20 იანვარს დანიშნა. 59 წლის ჰარისი პირველი ფერადკანიანი ქალია, რომელსაც  2010 წელს კალიფორნიის გენერალური პროკურორის თანამდებობა ეკავა; პირველი ამერიკელი სამხრეთ აზიიდან და მეორე აფრიკელ-ამერიკელი, რომელიც 2017 წელს  აშშ-ის სენატში იქნა არჩეული. 2019 წლიდან საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩაერთო, ის თავის მომხრეებს  მოუწოდებდა მხარი დაეჭირათ ჯო ბაიდენისთვის.

კამალა ჰარისი სამოქალაქო უფლებების დაცვის მხრივაც  გამოირჩევა. ის აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას და უკრაინელებს, ასვე აქტიური მხარდამჭერია სამოქალაქო  უმცირესობების. კამალა ჰარისი საქართველოს დიდი გულშემატკივარიც  არის.  2024 წელს, საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონი მიღების შემდეგ, ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა  საქართველოს პრეზიდენტ სალომე  ზურაბიშვილისთვის  გაგზავნილ წერილში ხაზი გაუსვა, რომ დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

კამალა ჰარისმა პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატის სტატუსით მზადება დაიწყო დემოკრატიული პარტიის ყრილობისთვის, რომელზეც კანდიდატი ოფიციალურად უნდა დასახელდეს. ყრილობა 19 აგვისტოს ჩიკაგოში გაიხსნება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი