ივანიშვილმა "მტკვარი ჰესი" გაყიდა | ვერსიები ოლიგარქის "ტრიუკებზე"

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი ძვირადღირებული პროექტი რომელიც ბიძინა  ივანიშვილმა გაასხვისა. ოლიგარქის საკუთრებაში არსებული "მტკვარი ჰესი" გაყიდულია. უცნობია რა გახდა ბიზნეს- გარიგების მიზეზი და რატომ დათმო ივანიშვილმა მაღალშემოსავლიანი ობიექტი-ექსპერტები და ხელისუფლების ოპონენტები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ და არ გამორიცხავენ რომ ოლიგარქი ემზადება მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარისთვის და საკუთარი ქონების გადასარჩენად ფინანსების აკუმულირებას ახდენს. 

მეორე ვერსია, თუ რატომ ყიდის ოლიგარქი ყველაზე მაღალ შემოსავლიან პროექტებს, ოპოზიციის მტკიცებით მისი გამდიდრებაა. ოპონენტები განმარტავენ, რომ ხშირად ივანიშვილი სახელმწიფო რესურსებით ბოროტად სარგებლობს და ქვეყნის ყველა კუთხეში ტერიტორიებს სიმბოლურ ფასად ყიდულობს და გარკვეული პერიოდის შემდეგ მილიონებად ყიდის. 

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი "მტკვარი ჰესის" პროექტს 2014 წლიდან ახორციელებს, პროექტის თავდაპირველი ღირებულება $100 მილიონ დოლარს შეადგენდა, თუმცა 2023 წელს ცნობილი გახდა, რომ პროექტის საინვესტიციო მოცულობა გაორმაგდა და მან 236 მილიონ დოლარს მიაღწია. თავად ბიძინა ივანიშვილი კი პროექტის განვითარებითა და მკვეთრად გაზრდილი ხარჯებით უკმაყოფილო იყო, რასთან დაკავშირებითაც გასული წლის ივლისში ცნობილი გახდა.  ჰესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ოლიგარქმა პროკურატურას მიაწოდა და ის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს დაურთო.
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი