ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი არ წყდება | რა საფრთხეს ხედავენ ადგილობრივები "აპარტამენტების კანონში"?

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი  გრძელდება. ადგილობრივები ე.წ "აპარტამენტების კანონპროექტს" თვითგამოცხადებული "რესპუბლიკის" "პარლამენტის" წინ ერთი კვირაა აპროტესტებენ. ვითარება რეგიონში არაერთხელ დაიძაბა და ხმაურიანი საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

"დოკუმენტის" მიხედვით, სანაპირო ზოლში 30 ათასი აპარტამენტის მშენებლობა იგეგმება, ბინების უმრავლესობას კი რუსეთის მოქალაქეები მიიღებენ. ადგილობრივები ვარაუდობენ , რომ თუ ინიციატივა კანონის სახეს მიიღებს, ეთნიკური  აფხაზები უმცირესობაში აღმოჩნდებიან. ინიციატორი ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანიაა.

"კანონპროექტის" მიხედვით, 10-12 წლის განმავლობაში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს აპარტ-ოტელები, ჯამში 30 ათასი ბინით. ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ ეს არის რუსეთისთვის აფხაზეთის გადაცემის ფარული ფორმა. 

ექსპერტები, რომლებიც აფხაზეთის თემას კარგად იცნობენ, დარწმუნებულები არიან, რომ ამ "კანონპროექტის" დამტკიცება არის ბჟანიას გუნდის ერთგვარი ლოიალურობის ტესტი მოსკოვის წინაშე. განსაკუთრებით მოახლოებული "საპრეზიდენტო არჩევნების" წინ. ამ გამოცდაში ჩაჭრა კი ბჟანიას პოლიტიკური კარიერის დასრულებას ნიშნავს. 
 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი