უკრაინა უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას ამზადებს | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადდება უსაფრთხოების ახალი შეთანხმებები. მისივე ცნობით, ეს გულისხმობს თავდაცვის, ფინანსურ და ჰუმანიტარულ თანამშრომლობას. 

''ჩვენი გუნდი უკრაინის უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას ამზადებს. მოლაპარაკებები მალე დაიწყება. ეს შეთანხმებები თავდაცვის მხარდაჭერას, ფინანსებს და ჰუმანიტარულ თანამშრომლობას გულისხმობს. 

ამის შემდეგ, ჩვენს პარტნიორებთან ასეთი 30 ხელშეკრულება გვექნება. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ NATO-ს წევრი, არამედ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობაც. ისინი ყველა თანაბრად მზად არიან დაგვეხმარონ ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვაში.

მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება მსოფლიოში, ჩვენ გვჭირდება საკუთარი ინსტრუმენტები ჩვენი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს მხარდასაჭერად - ჩვენი უსაფრთხოების მექანიზმები, რომლებიც იმუშავებენ ყველა პირობებში. ასე მივდივართ წინ.'' - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი