
ესტონეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე კრისტენ მიხალის კანდიდატურა მხარი დაუჭირა. მიხალის მხარი 64-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 27 წავიდა.
კენჭისყრამდე კრისტენ მიხალმა დეპუტატებს წარუდგინა საკუთარი ხედვა და დღის წესრიგი, რომელიც, უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნებიდან გამომდინარე, გადასახადების გაზრდასა და ეკონომიკური ზრდისთვის გარკვეულ რეფორმებს ითვალისწინებს.
პრემიერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კაია კალასი 15 ივლისს თანამდებობიდან გადადგა. კალასი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციაზე დაასახელეს.