ჯო ბაიდენის მიღწევები ბოლო სამი წლის განმავლობაში შეუდარებელია თანამედროვე ისტორიაში | ჰარისი

გამოქვეყნდა:

ბაიდენის მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და დემოკრატების სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი კამალა ჰარისი პირველად გამოჩნდა საჯაროდ. მან ჯო ბაიდენი  მიღწევებზე ისაუბრა და თქვა, რომ თანამედროვე ისტორიაში მისი მიღწევები შეუდარებელია.  

კამალა ჰარისმა ხაზი გაუსვა, რომ ის თავად  არის მოწმე, როგორ იბრძვის ყოველდღე ბაიდენი ამერიკელი ხალხისთვის, რისთვისაც მან პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. ჰარისს საკუთარი კანდიდატურის შესახებ არ უსაუბრია.

"ჩვენს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, სურდა დღეს აქ ყოფნა. ის თავს ბევრად უკეთ გრძნობს და სწრაფად გამოჯანმრთელდება. მოუთმენლად ელის  დაბრუნებას.  მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა ჩვენს პრეზიდენტზე. ჯო ბაიდენის მიღწევების მემკვიდრეობა ბოლო სამი წლის განმავლობაში შეუდარებელია თანამედროვე ისტორიაში" თქვა ჰარისმა.

შეგახსენებთ, ბაიდენი კოვიდინფიცირებულია და იზოლაციაშია. მან გუშინ, 21 ივლისს კანდიდატურა მოხსნა და საარჩევნო კამპანიას გამოეთიშა. ბაიდენმა დემოკრატებს შემცვლელად კამალა ჰარისი შესთავაზა და მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი