ორმო ორხევში - გამგეობამ 1 წელია ცენტრალურ ქუჩაზე ჩავარდნილი გზა ვერ ამოავსო

გამოქვეყნდა:

ღრმული ორხევის ცენტრალურ ქუჩაზე იმდენად დიდი ხნის წინ გაჩნდა, რომ ადგილობრივებს უკვე გახსენებაც უჭირთ, ვეღარც ადგილზე შესამოწმებლად მისულ ხელისუფლების წარმომადგენლები აღიდგინეს. სამაგიეროდ კარგად ახსოვთ მასში ჩავარდნილი და დაშავებული რამდენიმე მოქალაქე .

ორხევის გამგეობის თანამშრომლებს ცენტრალურ გზაზე ამოთხრილი ორმო არ აწუხებთ. ამბობენ, რომ  საიმედოდ შემოსაზღვრეს და მასში ჩავარდნა საშიში აღარაა. გზა გასულ წელს ჩაინგრა. ადგილზე მისულმა საგზაო სამსახურის მუშებმა ნახეს, რომ ორმოში წყალი გროვდებოდა, ამიტომ საქმე წყალკანალს გადააბარეს, მათი კი, ორმო მას შემდეგ მიატოვეს, რაც დაადგინეს, რომ მასში ბუნებრივი აირი გროვდებოდა.  

გამგეობაში ამბობენ, რომ „გაზისა და ნავთობის კორპორაციის“ თანამშრომლების მიერ აღებული ტესტების პასუხებს ელოდებიან, თუმცა არ ახსოვთ როდის აიღეს ნიმუშები და ვერ ასახელებენ ტესტირების დასრულების თარიღს.

ტესტირებას კი, რომელზეც გამგეობაში საუბრობენ არა „გაზისა და ნავთობის კორპორაცია“ არამედ „თბილისი ენერჯი“ ატარებს, მაგრამ როდის იქნება შესაძლებელი თხრილის ამოვსება არც მათ იციან. მთელი ამ გაურკვევლობის მიზეზი კი ქალაქის უბანში მოულოდნელად აღმოჩენილი ბუნებრივი აირის ერთგვარი საბადოა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთელი წლის განმავლობაში გზაზე გაჩენილი ორმოს ვერ ამოვსება სხვა არაფერია თუ არა უუნარობა და თხრილის გამო გაჩენილ საფრთხეებსა და დისკომფორტზე პასუხისმგებლობას ორხევის გამგეობას აკისრებენ.

საბოლოოდ, ღრმულის გაჩენიდან ერთი წლის თავზე მხოლოდ ის ირკვევა, რომ არც ადგილობრივებმა, არც გამგეობის თანამშრომლებმა და არც ექსპერტებმა დღესაც არ იციან როდის იქნება შესაძლებელი მისი ამოვსება და მანამ, სანამ ყველა გაურკვევლობაშია ორხევის თხრილი მეთევზეებისთვის სიურპრიზებს არ იშურებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი