კრასნოდარის ოლქში, "კავკაზის" პორტში საბორნე გემზე დრონებით შეტევა იყო | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსეთის კრასნოდარის ოლქის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დილით უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა იყო საბორნე გემზე "კავკაზის" პორტში. 

"დღეს დილით კავკაზის პორტში საბორნე გემს დრონები დაესხნენ თავს. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. ხანძარი ლოკალიზებულია, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

სამწუხაროდ, ეკიპაჟის წევრებსა და პორტის თანამშრომლებს შორის არიან დაშავებულები და გარდაცვლილები. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს და მეგობრებს", - დაწერა მან.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი