ვულკანი ეტნა კვლავ ამოიფრქვა | სიცილიის ქალაქ კატანიაში დაიხურა აეროპორტი

გამოქვეყნდა:

სიცილიაში ვულკან ეტნას ამოფრქვევის შედეგად ატმოსფეროში ვულკანური ფერფლის დიდი ღრუბელი წარმოიშვა, რის გამოც ქალაქ კატანიაში აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.  

კომპანიამ, რომელიც კატანიას აეროპორტს მართავს, ფრენები შეაჩერა და მგზავრებს სთხოვა დაუკავშირდნენ თავიანთ ავიაკომპანიებს, ვინაიდან ზოგიერთი ფრენა გაუქმდა, ზოგი კი სხვა აეროპორტში გადამისამართდა. კატანიის აეროპორტი ეტნას ამოფრქვევის გამო მიმდინარე თვის დასაწყისშიც დაიხურა. ეს აეროპორტი მოქმედებს როგორც კერა სიცილიის აღმოსავლეთი და იზიდავს უფრო მეტ ტურისტს, ვიდრე სიცილიის ადმინისტრაციული ცენტრი პალერმო.

ეტნა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი, ბოლო დღეებში ვულკანს ინტენსიური აქტივობა აქვს და ცხელ ფერფლსა და ლავას აფრქვევს. გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნულმა ინსტიტუტმა (INGV) განაცხადა, რომ ფერფლის ღრუბელმა რვა კილომეტრით მაღლა აიწია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი