რუსეთმა დიდი ბრიტანეთის 15 მოქალაქე დაასანქცირა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა დიდი ბრიტანეთის 15 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ლონდონის აგრესიულ ქმედებებზე“ პასუხად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სანქციების სიის გაფართოების შესახებ.

აგრესორმა ქვეყანამ სიაში შეიყვანა ბრიტანული უსაფრთხოების კერძო კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც „ჩართული არიან უკრაინელი სამხედროების მომზადებაში. ”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიას დაემატა „სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოების ხელმძღვანელები, რომლებიც აწვდიან პროდუქტებს ან მომსახურებას უწევენ უკრაინის ხელისუფლებას“, ასევე „ექსპერტები და პუბლიცისტები, რომლებიც ანტირუსული პოზიციებიდან საუბრობენ თავდაცვის საკითხებზე და სამხედრო თავდაცვის თემაზე მედიაში“.

ბრიტანეთის მოქალაქეების სრული სია, რომლებსაც ეკრძალებათ რუსეთში შესვლა განთავსებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე, მათ შორის არიან თავდაცვის კომპანიების - Paradigm Security Solutions Limited, BAE Systems PLC, AMS Integrated Solutions Limited, Pearson Engineering Limited, ხელმძღვანელები, ასევე, ნაიჯელ გულდ-დევისი, ბრიტანეთის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის თანამშრომელი და თომას შარპი, მიმომხილველი Daily Telegraph-ისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი