ჩრდილოეთ კორეიდან გაშვებული ნაგვით სავსე ბუშტი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე ჩამოვარდა

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული ნაგვის ბუშტები სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე დაეშვა, დედაქალაქ სეულში, აცხადებენ ოფიციალური პირები. 

როგორც BBC წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამხრეთ კორეის ლიდერის ოფისს, რომელიც ფრენის აკრძალული ზონაა, ფხენიანის მიერ გაშვებული ბუშტები მოხვდა.

პრეზიდენტის უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოლოგიური რეაგირების ჯგუფები გაუშვეს, აღმოჩნდა, რომ ბუშტები არ წარმოადგენენ უსაფრთხოების რისკს. 

ბუშტები ასევე დაეშვა სეულის სხვა რაიონებში, ოფიციალურმა პირებმა მოსახლეობას უთხრეს, რომ თავი აარიდონ ბუშტებს და შეატყობინონ ასეთი შემთხვევების შესახებ უახლოეს სამხედრო განყოფილებას ან პოლიციას. 

მსგავსი შემთხვევები გაიზარდა წელს, მაისის შემდეგ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი