"ოცნება" გარიყულია საერთაშორისო თანამეგობრობიდან და აუცილებლად აღმოჩნდება მძიმე ზომების ქვეშ | ნიკა გვარამია კონგრესში მოსმენაზე

გამოქვეყნდა:

ამერიკის კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებული არჩევნების კონტექსტში აშშ-ის პოლიტიკაზე მოსმენა გაიმართა. მოსმენა კონგრესის ევროპის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტმა მოიწვია და საუბარი შეეხო რუსულ კანონს, დემოკრატიული გზიდან გადახვევას, "ოცნების" დეზინფორმაციას.

მოსმენას შეფასებები მოჰყვა ხელისუფლებასა და ოპოზიციაში.

პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია ამბობს, რომ "ქართული ოცნება" საერთაშორისო თანამეგობრობიდან გარიყულია და ის აუცილებლად აღმოჩნდება მძიმე ზომების ქვეშ.

"ქართული ოცნება არის გარიყული საერთაშორისო თანამეგობრობიდან, როგორც პრორუსული მიმართულების პარტია და სამწუხაროდ, ხელისუფლება. და ქართული ოცნება აუცილებლად მძიმე ზომების ქვეშ აღმოჩნდება, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილებით უნდა შევცვალოთ ქართული ოცნება და არა მხოლოდ საარჩევნო გადაწყვეტილებით, არამედ ხმების დაცვის აქტიური ქმედებებით და ამ ტიპის გადაწყვეტილებაც ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს ნიკა გვარამია.

"ერთიანობის" ლიდერი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ გუშინდელი მოსმენა "ოცნებისთვის" განაჩენია. მან ხაზი გაუსვა, რომ რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ივანიშვილს მოიხსენიებენ, როგორც პრორუს, პუტინისტს, ვერშემდგარ დიქტატორად.

აღნიშნულ საკითხზე ყურადღება გაამახვილა "ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმაც, მისი თქმით, აშშ, რომელმა პარტიის წარმომადგენელმაც არ უნდა გაიმარჯვოს იქ, არ გარიგდება რუს ოლიგარქთან.

პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი, მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ აშშ-ისთან ურთიერთობები რეალური გადახედვის რეჟიმშია და ეს ქვეყანას იზოლაციის საფრთხეს უქმნის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი