2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს "ხმის გუშაგიც" დააკვირდება. პლატფორმა სხვადასხვა ქალაქსა  და რეგიონში  მეგობარ ორგანიზაციებთან ერთად იმუშავებს. დღეს გაიმართა გეგმის პრეზენტაცია, თუ როგორ უნდა იმოქმედონ პოლიტიკურმა და არასამთავრობო სუბიექტებმა, რათა გაყალბებასა და ხელისუფლების პროპაგანდას დაუპირისპირდნენ. 

იდეის ინიციატორი არასამთავრობო სექტორია, მათ შორის ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი მოხალისე დამკვირვებლების ფუნქციას შეასრულებენ საარჩევნო უბნებზე. პროექტს უერთდებიან რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებიც. 

"შევთანხმდით გამარჯვების ფორმულაზე და ამას ყოველდღიურად, ამ მიმართულებით წინ მივდივართ. რაც შეეხება არჩევნების კონტროლის მექანიზმებს, ამაზე არამარტო ოპოზიციური პარტიები, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებიც და მთელი ქართული საზოგადოება არის შეთანხმებული. ახალგაზრდები, რაც მთავარია, ძალიან აქტიურად ებმებიან ამაში, ყველაფერში.

მე მინდა მოვუწოდო ახალგაზრდებს, რომ მოვიდნენ, მისცენ ხმა და დარჩნენ უბნებზე და არამარტო ახალგაზრდებს ყველა ადამიანს, ვინც იცის ამ არჩევნების ფასი და იცის ხმების დაცვის მნიშვნელობა, თუმცა ჩვენ პარტიებიც, ყოველ შემთხვევაში ჩვენი კოალიცია და დარწმუნებული ვარ სხვებიც, ძალიან აქტიურად ვემზადებით საარჩევნო კონტროლისთვის, საარჩევნო ხმების დაცვისთვის და "ქართულ ოცნებას" არ გამოუვა არჩევნების მოპარვა," - განაცხადა პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე და "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი