ნეპალში თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია 18 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ნეპალში ავიაკატასტროფას 18 ადამიანი ემსხვერპლა. ნეპალის Saurya Airlines-ის კუთვნილი რეგიონული სამგზავრო თვითმფრინავი დედაქალაქ კატმანდუდან აფრენიდა, ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდა. 

თვითმფრინავში ეკიპაჟის ორი წევრი და 17 ტექნიკოსი იმყოფებოდა. ისინი მიფრინავდნენ ახლომდებარე პოხარას აეროპორტში. ბორტზე მყოფთაგან თვრამეტი ნეპალის მოქალაქე იყო, ხოლო ერთი ინჟინერი იემენიდან. 

ავიაკატასტროფას მხოლოდ ერთი ადამიანი გადაურჩა.

"მხოლოდ კაპიტანი გადაარჩინეს ცოცხალი და მკურნალობს საავადმყოფოში", - თქვა ტეჯ ბაჰადურ პუდიალმა, კატმანდუს ტრიბჰუვანის საერთაშორისო აეროპორტის სპიკერმა.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი