საფრანგეთის ელჩს მოვუწოდებდი, გამოაქვეყნონ, იხდის თუ არა ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში რაიმე ტიპის გადასახადს | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია საფრანგეთის ელჩს საქართველოში სთხოვს საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს, იხდის თუ არა "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში გადასახადებს.

"სწორხაზოვან ტყუილებს რა აზრი აქვს არ ვიცი, იმიტომ რომ ციფრებში არსებობს სტატისტიკა და ელჩმაც გამოაქვეყნა. მე ელჩს მოვუწოდებდი სხვა რამის გამოქვეყნებას, გვითხრან, იხდის თუ არა ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში რაიმე ტიპის გადასახადს, მე მაინტერესებს ეს. მე გპასუხობთ არა, იპარავს ევროკავშირიდანაც ათეულობით თუ ასეულობით მილიონს და საქართველოშიც იგივეს აკეთებს", - ამბობს ნიკა გვარამია.

ეს კომენტარი მოჰყვა საფრანგეთის ელჩისა და საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა დახმარებას იღებს საქართველო.საელჩოს ცნობით, გამოყოფილი თანხებიდან €724 მლნ. საბიუჯეტო სესხებს მოხმარდა. მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ საბიუჯეტო დახმარებას საქართველო საფრანგეთისგან არ იღებს. 

დღეს აღნიშნულზე ჰკითხეს პრემიერსაც, კობახიძემ თქვა, რომ შალვა პაპუაშვილის განცხადება აბსოლუტური სიმართლე იყო, რადგან ელჩმა განცხადებაში საბიუჯეტო დახმარება ახსენა, რომელიც საქართველოს არასდროს მიუღია. 

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი