რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ნაცემი ამერიკელი იურისტი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ნაცემი ამერიკელი იურისტი, ტედ ჯონასი 2 000 ლარით დააჯარიმა.

ჯონასი სამართალდამრღვევად ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა).

დამნაშავე  ვარ წვრილმან ხულიგნობასა  და პოლიციის „კანონიერი“ მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობაში. 2000 ლარი ჯარიმა, მაგრამ მაინც ვიღიმით. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ქართული სასამართლოები არ მოქმედებენ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და არ აკისრებენ პოლიციას პასუხისმგებლობას ცრუ ჩვენების გამო (რომ აღარაფერი ვთქვათ უკანონო ძალადობაზე, მაგრამ ჩვენ ეს უკვე ვიცოდით). წინ და წინ : კანონის უზენაესობისკენ, დემოკრატიის, სუვერენიტეტის, კეთილდღეობისა და ევროპისკენ!" წერს ფეისბუქზე ტედ ჯონასი

სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, ტედ ჯონასი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სამართალდამცავების მიერ ნაცემი დავით ქაცარავა, 23 ივლისს, სასამართლომ ასევე 2 000 ლარით დააჯარიმა. დღეს საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი, რომლებსაც ჯებირის დაზიანებას ედავებიან.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი