ადვოკატები საზოგადოებას სთავაზობენ 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს თავდებში ჩაუდგნენ

გამოქვეყნდა:

ადვოკატები საზოგადოებას სთავაზობენ 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს თავდებში ჩაუდგნენ: 

"ჩვენ საშუალებას და შესაძლებლობას ვაძლევთ ყველა ადამიანს, რომ მხარში დაუდგენენ ამ ადამიანებს პირადი თავდებობის გზით. მოგეხსენებათ, რომ პირადი თავდებობა არის აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი სახე და ჩვენ გავაგრძელებთ იმაზე მუშაობას, რომ გავლენა მოვახდინოთ ამ პროცესებზე. სწორედ ამიტომ, დღეიდან, ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მოაწერონ ხელი პირადი თავდებობის ტექსტს და მხარში დაუდგნენ ამ ადამიანებს. იმიტომ რომ ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ესაა პოლიტიკური პროცესი და სამართლისგან არის ძალიან შორს" - თქვა DRI-ის იურისტმა, თათია კონიაშვილი "მთავარი არხის" გადაცემის "დღის სტუმრის" ეთერში.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს დაკავებული 19 და 23 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი დღეს პატიმრობაში დატოვა. 

პროკურატურა მათ პარლამენტთან აღმართული რკინის ჯებირის დაზიანებას ედავება, რომლის ფაქტობრივი ღირებულება 250 ლარია, ხოლო 150 ლარი - ხელობა.

[ფოტო: პუბლიკა]

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი