ჩვენი მიზანია ქერჩის ხიდის განადგურება, კიევს აქვს რეალური გეგმები ყირიმის დასაბრუნებლად | სირსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრე სირსკი ბრიტანულ გამოცემა Guardian-თან ინტერვიუში ამბობს, რომ კიევს აქვს "რეალური გეგმები" ყირიმის დასაბრუნებლად. თუმცა კონკრეტიკისგან სირსკიმ თავი შეიკავა:

"ეს სიმართლეა. რა თქმა უნდა, ეს დიდი სამხედრო საიდუმლოა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ... გავათავისუფლოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან“. ამბობს სირსკი. 

გენერალი ამბობს, რომ უკრაინის თავდასხმების სერიის შემდეგ, რუსეთი იძულებული გახდა "სრულიად გასულიყო" სევასტოპოლის პორტიდან, უპილოტო და სარაკეტო დარტყმებმა გაანადგურა რადარი და სარაკეტო დანადგარები. სირსკის თქმით, უკრაინის მიზანია გაანადგუროს ქერჩის ხიდი, რომელიც ოკუპირებულ ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი