400 ლარიანი რკინის ღობის "ზარალი" ანაზღაურებულია, თუმცა ახალგაზრდები მაინც პატიმრობაში რჩებიან | ოკრიბელაშვილისა და მეფარიშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ ზარალი, რომლის მიყენებასაც მათ პროკურატურა ედავება, ანაზღაურებულია. ადვოკატებმა სასამართლოს შესაბამისი გადახდის ქვითარიც წარუდგენს და მათი გათავისუფლება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და 23 და 19 წლის ბიჭები ისევ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

გამოიკითხა პოლიციელი, რომელსაც ბევრი დეტალი არ ახსოვდა და ბევრ შეკითხვაზე პასუხიც ვერ გასცა, თუმცა მაინც ამტკიცებდა, რომ სწორედ ოკრიბელაშვილმა და მეფარიშვილმა "ჩაიდინეს დანაშაული". 

პროკურატურა მათ პარლამენტთან აღმართული რკინის ჯებირის დაზიანებას ედავება, რომლის ფაქტობრივი ღირებულება 250 ლარია, ხოლო 150 ლარი - ხელობა. ახალგაზრდები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დააკავეს.

ადვოკატები საზოგადოებას სთავაზობენ 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს თავდებში ჩაუდგნენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი