ГРУ-ს ოფიცრის მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილი თურქეთში დააკავეს

გამოქვეყნდა:

მოსკოვში, სამხედრო დაზვერვის  (ГРУ) ოფიცრის მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანლი, თურქეთში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ადასტურებს.  დაკავებული რუსეთის მოქალაქეა.

თურქი მიმისტრის თქმით, თურქეთმა ძებნილზე ინფორმაცია ადგილობრივი დროით 10:30-ზე მიიღო. აღსანიშნავია,რომ ეჭვმიტანილი აფეთქების შემდეგ თურქეთში მოსკოვი-ბოდრუმის რეისით ჩაფრინდა. რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე ის, თურქეთის პოლიციამ დააკავა. 

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის, ალექსანდრ ბორტნიკოვის თქმით, მიმდინარეობს დაკავებული პირის ექსტრადირებაზე მოლაპარაკებები.

ცნობისთვის, 24 ივლისის გამთენიისას მოსკოვში აფეთქდა Toyota Land Cruiser-ი, რომელიც, მედიის ცნობით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერს, ანდრეი ტორგაშოვს ეკუთვნოდა. აფეთქების შედეგად, ტორგაშოვმა ორივე ტერფი დაკარგა, სახეზე დაზიანებები მიიღო მანქანაში მჯდომმა ქალმაც.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი